4-ბალიანი შტორმი ბათუმში – დაზიანდა ახალი ბულვარის ტერიტორია

ბათუმში 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. შტორმმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, უამინდობა ბათუმში ორშაბათამდე შენარჩუნდება.

“დღეს, 13 თებერვალს 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი შესაძლოა გაძლიერდეს 17-22მ/წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ორშაბათიდან მოიმატებს”, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები