201 თბილისი, 101 იმერეთი, 42 სამაგრელო-ზემო სვანეთი – კორონასტატისტიკა რეგიონებში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 201 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარა -28, იმერეთი – 101, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 40, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 200 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 257 441 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 343 გარდაიცვალა