ქუთაისის მერიასთან, სადაც ხმაურია, ექვსი პირი დააკავეს

ხმაური და დაპირისპირებაა ქუთაისის მერიასთან. ადგილზე შეკრებილი აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და მერიაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. შეხლა-შემოხლის დროს სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს. როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ დროისთვის,  მერიის წინ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.  ადგილზე რჩებიან აქტივისტები და სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები