ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, დედა ქობულეთში მომხდართან დაკავშირებით, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. გარდაცვლილი მოზარდის დედა ყვება, რომ შვილმა ძალადობის შესახებ უთხრა.
,,ეს ფაქტი რომ მოხდა გოგონა ჩუმად მელაპარაკებოდა. სოც. მუშაკისგანაც იყო გაფრთხილებული, რომ დედას ყველაფერი მოუყევი. მისი მოთხოვნაც იყო ბავშვი გაზრდილიყო დედასთან. ჩემი მამამთილი წინააღმდეგი იყო ჩემი შვილები ჩემთან გაზრდილიყვნენ, რაც გაუპატიურების ფაქტი მოხდა მხოლოდ მაშინ მოინდომა ჩემთან გამოგზავნა, რადგან თურმე არცხვენდა ჩემი შვილი. მეუღლე რომ დამეღუპა ბავშვებს დავუნიშნე ობლობის პენსია. ამის შემდეგ მამამთილის მოთხოვნით დედობის უფლება ჩამომართვეს, თითქოს მე ცუდი მინდოდა ჩემი შვილებისთვის.
როდესაც ექსპერტიზაზე გაიყვანეს ჩემი შვილო სხეული დალურჯებული ჰქონდა, მას სავარაუდოდ ძალადობის კვალი აღენიშნებოდა”,- აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის დედა.
როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა ამბობს, მას შემდეგ რაც ოჯახმა სექსუალური ძალადობის შესახებ შეიტყო პოლიციაში მისვლამდე მასზე ფიზიკურად ოჯახის წევრებმაც იძალადეს. მისი განცხადებით, გოგონას ბიძებმა სცემეს.
“ ბიძებმა, უმოწყალოდ სცემეს ჩემი შვილი, ესენი არიან ჩემი მამამთილის ძმისშვილები. ცემის ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც გაიგეს, რომ ჩემი შვილი გააუპატიურეს, მაგათ ვერ აიტანეს ეს და უდანაშაულო ბავშვს გაისწორდნენ”,- ამბობს გარდაცვლილის დედა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 14 წლის მოზარდი ბაბუამ გარდაცვლილი იპოვა. როგორც გაირკვა მასზე ცოტა ხნით ადრე, 24 წლის მამაკაცმა იძალადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მუხლით დაიწყო.