თოვლი, წვიმა და მეწყრული პროცესები – საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში 13-14 თებერვალს, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები