ტყიბულში 33-საათიანი პროტესტი შეწყდა – “მეშახტეები მზად არიან პროცესმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლოს”

ტყიბულში, “ძიძიგურის” შახტში 33-საათიანი პროტესტი შეწყდა. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და 9 მეშახტე ძიძიგურის შახტიდან ამოვიდა. მეშახტეებთან რამდენიმე საათი იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე.

მისი თქმით, გაფიცულები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ. მისივე თქმით, ის უშუალოდ ჩაერთვება ამ პროცესში.

გაფიცული მეშახტეების თქმით კი ამ ეტაპზე, ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ. მათივე თქმით, მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები