ხვალიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდება

12 თებერვლიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები აღდგება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.

„12 თებერვლიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები აღდგება. ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით:

ნატახტარი – მესტია – ნატახტარი

ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი

გაცნობებთ, რომ ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვნებზე კვლავ ძალაშია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები