საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.54%-ია

10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.54%-ია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3.5%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 3.23%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 264 158 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 256 024, გარდაიცვალა 3 321 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები