ქვემო ქართლში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევიდან 22 რუსთავს უკავშირდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსთავში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
18 შემთხვევა ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა, 4 შემთხვევა კი კლინიკა “რუსთავში” გამოვლინდა.

რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-ით გაიზარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 113, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 63, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი -24, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები