საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

“გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სასულიერო პირები საპატრიარქოში გუშინაც შეიკრიბნენ, თუმცა რა თემაზე სამსჯელოდ იკრიბება წმინდა სინოდი – მათ განმარტებები არ გაუკეთებიათ. მედიაში გავრცელებული ინფორმავიით, ძირითადი განსახილველი საკითხი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები