ქუთაისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა დაათვალიერეს, ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, ქუთაისის 60 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, მათ შორის 2 ცენტრალური – აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო, ხოლო 2019-2020 წლებში დასრულდა 2 ცენტრალური – ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირების რეაბილიტაცია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 34 კმ-ზე მეტი.