ქვემო ქართლში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი რუსთავს უკავშირდება
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსთავში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 12 შემთხვევა ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა, 1 შემთხვევა კი კლინიკა “რუსთავში” გამოვლინდა.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 43, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.