ბათუმის სტადიონი 20 საუკეთესო არენას შორისაა – საერთაშორისო გამოკითხვა გამარჯვებულის გამოსავლენად

ბათუმის ახალი სტადიონი იმ 20 საუკეთესო სტადიონს შორის მოხვდა, რომელიც ინტერნეტგვერდზე StadiumDB.com გამოქვეყნდა. ვებ-გვერდმა ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო, რომლის მიზანიც გასულ წელს აშენებული მსოფლიოს საუკეთესო სპორტული არენის გამოვლენაა. წლის საუკეთესო სტადიონს ჟიური არჩევს, რომელიც ცნობილი არქიტექტორებისგან შედგება, საუკეთესოს კი შემდეგი პარამეტრებით არჩევენ – არქიტექტურული, ფუნქციონალური და ინოვაციური კუთხით.

გამოკითხვა ტარდება გულშემატკივრებშიც, ჟიური კი საკუთარ გადაწყვეტილებას გამოიტანს. გულშემატკივარმა უნდა შეარჩიოს საუკეთესო 5 არენა – პირველ ადგილზე გასულს გულშემატკივარი 5 ვარსკვლავს ანიჭებს, მეორეზე გასულს 4-ს და ა.შ.

ბათუმის სტადიონის გარდა, საუკეთესოთა შორის მოხვდნენ არენები, რომლებიც აშენდა –  ყატარში, აშშ-ში, ისრაელში, ინგლისში, თურქეთში, ჩილეში, იაპონიაში, ავსტრალიაში, შვეიცარიაში, კოტ დივუარში, რუმინეთში, მალაიზიასა და ჩინეთში.

გამოკითხვა 7 მარტს დასრულდება, შედეგები კი 2021 წლის 10 მარტს გასაჯაროვდება. ხმის მიცემა შეგძლიათ ამ ბმულზე – ხმის მიცემა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები