ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ქვემო ქართლში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 16-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 32, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 13, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.