ლაშა ჩხარტიშვილი ნამახვანჰესის აქციიდან ამოღებულ იარაღზე – “მერე რა მოხდა, მონადირე ადამიანს თუ თოფი უპოვეს”

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე აღმოჩენილ იარაღთან კავშირი ლაშა ჩხარტიშვილს აქვს, თავად უფლებადამცველი “რეგიონულ კვირასთან” კატეგორიულად უარყოფს.

როგორც მან “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ავტომობილი არ ჰყავს და არც იარაღი აქვს.

“პირადად მე, არც იარაღი მაქვს და არც ავტომობილი მყავს. რაც შეეხება აქციის მონაწილის ავტომობილში ნაპოვნ იარაღს, მერე რა მოხდა, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, მონადირე ადამიანს თუ თოფი უპოვეს, რიმელიც გაფორმებული აქვს”, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.
პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აქციის შემდეგ ნივთები დაუბრუნდებოდათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები