8 თებერვლიდან, საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება და ბაზრობები გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

მისივე თქმით, 8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობებიც.

“საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება, მეტრო, ავტობუსი და სამარშუტო მიკროტაქსები. 8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობები”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები