გამარტივებული საგრანტო კონკურსი რეგიონებისთვის – ახალგაზრდობის სააგენტოს მორიგი პროექტი

ახალგაზრდობის სააგენტომ „განვითარების ფონდის“ საგრანო კონკურსი გამოაცხადა, წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განახლებული და კიდევ უფრო გამარტივებული საკონკურსო პირობები დაწესდა. აღსანიშავია, რომ განვითარების ფონდიდან დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ისე ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებს, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 50–მდე ახალი ახალაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება.
„განვითარების ფონდმა“ წელს დაფინანსებისთვის ორი მიმართულება გამოყო: რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება. პირველი მიმართულების ფარგლებში დაფინანსდებიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის გამოცდილების არ მქონეთა მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისა და ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიცირებული საგრანტო პროექტები. მეორე მიმართულების ფარგლებში კი ახალგაზრდული ორგანიზაციები.
დეტალური ინფორმაცია „განვითარების ფონდის“ კონკურსის შესახებ განთავსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს facebook გვერდზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia
გასულ წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში სააგენტომ 14 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა, საქართველოს 10 რეგიონიდან და კონკურსის გამარჯვებულები საქმიანობას ახლაც აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები