გაბუნია სკოლებში ტესტირებაზე: ამ ეტაპზე, უპირატესობა მასწავლებლებს ენიჭებათ

პედაგოგებისა და სკოლის მუშაკთა ტესტირების, პროგრამაში რესურსი შეზღუდულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„სკოლებმა წარმატებით დაიწყს ფუნქციონირება. იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოსწავლეების გარკვეულმა რაოდენობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში გაეგრძელებინათ.
რაც შეეხება პედაგოგებისა და სკოლის მუშაკთა ტესტირებას, პროგრამაში რესურსი შეზღუდულია, აქ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფი და ვინ შეიძლება იყოს ვირუსის გამავრცელებელი, ამდენად ჩვენი სამიზნე აუდიტორია მასწავლებლები და სასკოლო გარემოში დასაქმებული სხვა მუშაკების გახლავთ.
ბავშვების ტესტირებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მკაფიო მეცნიერული მონაცემები არ გვაქვს და ასევე რესურსტევადია ეს პროგრამა, ამიტომ ამ ეტაპზე, უპირატესობა მასწავლებლებს ენიჭებათ, რადგან ისინი უფრო არიან ვირუსის მატარებელთა რისკჯგუფებში,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები