საპატრიარქოში პატრიარქის კორონავირუსით დაავადების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
ინფორმაცია პატრიარქის კორონავირუსით დაავადების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს.
,,ბევრი ზარებია ჟურნალისტების მხრიდან, გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. არც კორონით დაავადებულა,”- წერს ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კორონა აქვს და ამაზე პასუხისმგებელი მოსაყდრე შიოა.