საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სრულად მხარს უჭერს სააგენტოს რეფორმით გათვალისწინებულ მიმართულებებს.
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზანია, საქართველოში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნის მხარდაჭერა. თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს წარმოადგენს მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებისა და ადგილობრივი სერვისების განვითარება, მოხალისეობის სფეროს გაძლიერება, მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება, ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა და რეკრეაციული საქმიანობა, ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარება.
სააგენტოსთან პარტნირობით სამიზნე მუნიციპალიტეტში ერთობლივად შეიქმნება ფუნქციური და სტრუქტურული ახალგაზრდული საბჭოები და ამ საბჭოების ჩამოსაყალიბებლად საჭირო გაიდლაინი;
შეხვედრაზე მხარეებმა მომავალ თანამშრომლობაზე და ერთობლივად განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებზეც ისაუბრეს.