აჭარა – 33, იმერეთი – 121 , ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 52 – კოვიდსტატისტიკა რეგიონებში

თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული კოვიდსტატისტიკა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ საზოგადოებას გააცნო.

მისი განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში -23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 369, აჭარაში – 208, იმერეთში – 546.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები