რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ორი პირი, რომლებიც გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

ფოტო; ინფორუსთავი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები