“ექიმების სიმამაცეს ნურავინ დავიბრალებთ” – ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში მეუფე იაკობმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა- ლოცვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აღავლინა და მრევლს ნინოობა მიულოცა. ქადაგების დროს ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პანდემიის დროს ექიმების ღვაწლი კიდევ ერთხელ გამოყო და გამოჩენილი სიმამაცის გამო მადლობა გადაუხადა. მეუფე იაკობმა არ დააკონკრეტა, თუმცა პოლიტიკურ სპექტრზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიპატიჟების მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ტაძარში მისვლაზე უარს ამბობს, რაც მისი შეფასებით, არასწორი ნაბიჯია.
“ექიმების სიმამაცეს ნურავინ ნუ დავიბრალებთ, რაც უნდა გაეკეთებინათ იმაზე 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი გააკეთეს. მივატოვეთ, წინა ხაზზე გავუშვით და რამდენი დავაავადეთ, ყურადღებას ვერ გავქცევთ და მივხედოთ იმ ხალხს” – , აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა ქადაგებისას ემიგრანტებიც გაიხსენა და სხვა ქვეყნებში შენარჩუნებული ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 27 იანვარს მისი გარდაცვალება და 1 ივნისს საქართველოში შემოსვლა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.