ილია მეორე: ყველას და განსაკუთრებით მივულოცავ ამ დღესასწაულს მათ, ვინც წმინდა ნინოს სახელს ატარებს

ყველას და განსაკუთრებით მივულოცავ ამ დღესასწაულს მათ, ვინც წმინდა ნინოს სახელს ატარებს – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომელმაც სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეთ მას და საქართველოს.

წმინდა ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია. თქვენ გიფიქრიათ, საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ენერგია, რომ ამ შორეულ ქვეყანაში წამოსულიყო. ღმერთი იყო მასთან, ღმერთი მფარველობდა მას.

მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას. შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი და ღვაწლი, შეგეწიოთ მისი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი!“ – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები