საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ვირუსს 3096 პირი ემსხვერპლა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვსკორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 349 ტესტი ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები