საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 050 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 006 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 254 822-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 050 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 244 446-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 79, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 98, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 545, აჭარაში – 219, იმერეთში – 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 51, იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში- 1, იმერეთში – 23. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 – თბილისში, 118 – აჭარაში, 18 – იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 189, აჭარაში – 98, ხოლო იმერეთში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 25 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 977 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 135 პირი, აჭარაში – 979, იმერეთში – 1 694.