ნათლისღების დღესასწაულზე აჭარაში ზღვაში შრაფლვის რიტუალი წელს არ ჩატარდება. გადაწყვეტილება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ კომენდანტის საათთან დაკავშირებით მიიღო.
როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განაცხადეს, დღესასწაული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება.
“სადღესასწაულო წირვა 19 იანვარს დილით დაიწყება, როდესაც წყალსაც აკურთხებენ.
წელს განსხვავებულად აღვნიშნავთ ამ დღეს, მთავარია, დავიცვათ ყველა წესი და რეგულაცია, რაც სახელმწიფოს მიერაა დადგენილი. ერთობლივი ძალებით დავამარცხებთ პანდემიას და მომავალ წელს ტრადიციულად ვაკურთხებთ ზღვას და შთაფლვის რიტუალიც ჩატარდება”,- განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა.
ცნობისთვის, აჭარაში სასულიერო პირები და მრევლი უკვე 25 წელია სანაპიროზე გადიან, წყლის კურთხევის შემდეგ კი წყალში შესვლის რიტუალი სრულდება.