ქუთაისში პიროტექნიკით ორო ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრში აცხადებენ, ორივე პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია. ისინი მკურნალობის კურსს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიან.
ერთ-ერთი დაშავებული 6 წლის ბავშვია, ორივე პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.