რუსთავში 25-ე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რუსთავის 25-ე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 5 221 007 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სეისმომედეგობა“ შეასრულებს.
პროექტის თანახმად, იგეგმება ლაბორატორიული ოთახების მოწყობაც. სპორტული დარბაზის კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში, იგეგმება ცალ-ცალკე ბიჭებისა და გოგოების გასახდელების მოწყობა.
სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც, ასევე პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილები მოეწყობა.