“თემურ წიკლაური ცოცხალია, თუმცა მძიმე მდგომარეობაშია”

ქართველი მომღერლის თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაუდასტურეს, სადაც მომღერალი მკურნალობას გადის.

როგორც ჰოსპიტალში განაცხადეს, თემურ წიკლაურს კოვიდ19 დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და მას თანმდევი დაავადებები აღენიშნება.

გენიალური მომღერლის გარდაცვალებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ თავდაცვის სამინისტროშიც.

როგორც “რეგიონულ კვირას” უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა მოლოდინაშვილმა განუცხადა, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, მომღერალი მკურნალობას განაგრძობს და საზოგადოებას არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები