ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 73 პირი დაინფიცირდა

ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა – 88, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 73, შიდა ქართლი – 64, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილებს საქართველოში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 23 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები