აფეთქება ხელვაჩაურში – დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა

ხელვაჩაურში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ამ დროისთვის კლინკაში რჩება ოჯახის დიასახლისი და ერთი თურქეთის მოქალაქე, რომელიც დაზარალებული სურმანიძეების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. იგი კლინიკა „ბიემსიში“ იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი ტრამვული შოკით და დამწვრობით შეიყვანეს და მას სავარაუდოდ დამწვრობის ცენტრში მალე გადაიყვანენ.

რაც შეეხება ოჯახის დიასახლისს, როგორც მეზობლები ამბობენ, მას დამწვრობასთან ერთად ფეხის მოტეხილობა აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე დაშავდა ერთი მეხანძრე-მაშველიც. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მან კლინიკა უკვე დატოვა.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები კვლავ მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ხელვაჩაურში გუშინ გვიან ღამით გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ორსართულიანი კერძო სახლის მეორე სართულზე, სამზარეულოში მოხდა. აფეთქების შედეგად სახლის ორი კედელი ჩამოიშალა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები