რეგიონებში საშობაო ალილო წელს განსხვავებულად ჩატარდა

განსხვავებულად ჩატარდა ალილოს მსვლეოლობა რეგიონებშიც. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სასულიერო პირებმა მსვლელობა, სტიქაროსნებისა და მგალობლების ათკაციანი ჯგუფებით, მრევლის გარეშე მოაწყვეს. ეპარქიის გადაწყვეტილებით, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, შობის მახარობლები მოსახლეობას არ შეხვდნენ და შესაწირიც არ მიიღეს. ქუთაისში კი სასულიერო პირები ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, ნობათი შეაგროვეს და საშობაო ალილოს ფონზე ქუჩები მოიარეს. შეგროვებულ ნობათს მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებს დაურიგებენ. კორონავირუსის პანდემიის გამო საშობაო მსვლელობა არ გაიმართა არც კახეთში, თუმცა სოციალურად დაუცველი მოსახლეობა საშობაო ნობათის გარეშე არ დარჩება. მუნიციპალიტეტის საჩუქარს 100 ადამიანი მიიღებს. საშობაო მსვლელობა ყველანაირი დაცვის წესით მოეწყო სამეგრელოსა და შიდა ქართლშიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები