ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას  NCDC-ში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს, 29 დეკემბერს კოვიდინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

ჯამში ქვეყანაში ვირუსის 224 155 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 208 951 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 443 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები