გიორგი გახარია: სრული ლოკდაუნი არ იქნება
არ იქნება არანაირი სრული ლოკდაუნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მიჰყვება დასახულ გეგმას.
„არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით და ფეხით გადაადგილებაზე. ერთადერთი 24 დეკემბრიდან გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხურება“, – აღნიშნა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. „კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ იქნება, ეს არის ჭორები“, – აღნიშნა გახარიამ.