რუსთავში ახალი საწარმო „ქართლი ტექასტილი“ გაიხნა
კომპანია „აჭარა ტექსტილმა“ რუსთავში ახალი საწარმო „ქართლი ტექსტილი“ გახსნა. საწარმო თურქული ინვესტიციით შეიქმნა და 4 000 ადამიანს დაასაქმებს რუსთავსა და გარდაბანში.
რუსთავში ახლადაშენებული „ქართლი ტექსტილის“ საწარმო პრემიერმა გიორგი გახარიამ და ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გახსნე.
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით „ქართლი ტექსტილი“ არის გაგრძელება იმ დიდი პროექტის, რომელსაც აჭარა ტექსტილი ინვესტორები ახორციელებენ საქართველოში, ეს არის მეოთხე საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაც არის ყველზე მნიშვნელოვანი , რომ შემდეგი წლის ბოლომდე ამ საწარმოში იმუშავებს, 4000 რუსთაველი.
“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა, ისევე როგორც ეკონომიკური კრიზისი, რაღაც პერიდოში ჩვენთან ერთად იქნება, ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად ჩვენ შევძელით და ინფიცირების რაოდენობა წამოვიყვანეთ, ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ წამოვიყვანეთ ქვემოთ.
ჩვენ თითოეულ მოქალაქეს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგების და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა და დღეში გვყვავს დააახლოებით 1000-1500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000-ს უახლოვდება. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, ის პირდაპირი კავშირი, რომელიც არის მაგალითად ძალიან ელემენტარული, მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორის. რაც უფრო ბევრი ადამიანი, მოქალაქე ატარებს პირბადეს, მეტ სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთ. რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ელემენტარულ წესებს და მოთხოვნებს ეპიდეიმოლოგების, მით უფრო სწრაფად აღდგება ქართლი ეკონომიკა, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. და ჩვენს ბიზნესსაც, იმასთან ერთად, რომ მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო, უნდა გადავეწყოთ დღეს სხვა ეპოიქაა, პოსტკოვიდური, ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. “-განაცხადა პრემიერმა.