ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი COVID-19-ზე აიცრნენ

ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი Pfeizer-ის ვაქცინით აიცრნენ, რომელიც საქართველოში მათთვის სპეცრეისით ჩამოიტანეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენის შმდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მსგავსი რეისი არ განხორციელებულა, არაფერი მსგავსი შესყიდვა არ განხორციელებულა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და თვითონაც არ არიან ამ ეტაპისთვის აცრილები ამ ვაქცინით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები