ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი ვითარება კოვიდ-პანდემიის კუთხით არის სტაბილური
დღევანდელი ვითარება კოვიდ-პანდემიის კუთხით არის სტაბილური, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ წლიური ანგარიშის შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას წესების და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის შესახებ შეახსენა.
„ამან ჩვენ არ უნდა მოგვცეს გათამამების ეფექტი და მნიშვნელოვანი არის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავრჩეთ სახლში, თუ არ არის საჭიროება აუცილებლად გადაადგილების, ვინაიდან შენარჩუნდეს შედეგები, რომელიც სამკვირიანი ჩაკეტვის შედეგად მივიღეთ“, – განაცხადა ტიკარაძემ