ეკატერინე ტიკარაძე: საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია

გარდაცვალების თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკარგია – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ COVID-19-ის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში ვირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები