“მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვა არის ჩვენი ქვეყნის მმართველობით სისტემაში სოციალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემა, ამიტომ, ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ერთ, ორ და ხუთ წელიწადში ვერ ხდება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას, რაც 8 წლის წინ იყო”, – ამის შესახებ პარლამენტში პრემირმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს, არც საყოველთაო ჯანდაცვა არის იდეალური და მასაც შემდგომი რეფორმირება სჭირდება და ეს პროცესი დაწყებულია.
„ჩვენი პირველი ამოცანა იყო ელემენტარული სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაჩენა, პრობლემა იყო სიცოცხლის პრობლემა, შესაბამისად, საყოველთო ჯანდაცვის განხორციელება ამ ყველაფერზე იყო პასუხი.
დღეს არც საყოველთაო ჯანდაცვა არის იდეალური, მასაც შემდგომი რეფორმირება სჭირდება და ეს დაწყებულია. ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს ისე, როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება. ეს ორი გამოწვევაა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, რომელსაც მან უახლოეს პერიოდში უნდა უპასუხოს.
საბოლოოდ, შედეგი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები უნდა შემცირედეს და ჯიბიდან ფულის გადახდა მოქალაქეების მხრიდან უნდა შემცირდეს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ რეფორმება მკურნალობის ხარისხსა და ეფექტიანობაზე არ უნდა იმოქმედოს. პირველი ნაბიჯები აღნიშნული მიმართულებები უახლოეს პერიოდში იქნება გადადგმული,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარები
კომენტარები