ქობულეთში 50 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

ქობულეთში, სანადირო თოფით 50 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

მედიკოსების თქმით, დაშავბული სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე უცნობია მკვლელობის მოტივი. შემთხვევის ადგილას, საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. აქვე იმყოფება, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ეს ქობულეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სანადირო თოფით მკვლელობის მეორე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები