აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე 4 პირი დააკავეს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს. ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული მოძრაობა „ალტენატივას“ წევრები არიან, რომლებიც ღობეზე ასვლას და პოსტერების გავკრას ცდილობდნენ.

„დაკავებულია აქციის 4 მონაწილე. ისინი სამთავრობო დაცვის შენობის ღობეზე ასვლას ცდილობდნენ. სამთავრობი დაცვამ, ასევე პოლიციამ მათ მოუწოდა დამორჩილებოდნენ კანონიერ მოთხოვნას. თავდაპირვლად ლად მოხდა ორი პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება. შემდეგ პროვოცორება მოხდინა ორმა პირმა და ისინიც დაკავებილები არიან“- განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციას ორგანიზაცია სხდომის პარალელურად დაიწყო. მათ არჩევნების შედეგი გააპროტესტეს და აქციაზე ნაგვის ურნები მიიტანეს. იყო მცირე ინდიცენტიც. აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა და ისინი მიზანმიმართულ დესტრუქციაში დაადანაშაულა.
სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები