საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდდადებითი პაციენტების მისაღებად საწოლფონდი გაიზარდა. საავადმყოფოში 30 საწოლზე გათვლილი, კეთილმოწყობილი ინფექციური განყოფილება და სისხლის ბანკი გაიხსნა. განყოფილების გახსნას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა. სამედიცინო ცენტრი ჯამში 210 კოვიდდადებითი პაციენტის მომსახურებას შეძლებს. რაც შეეხება სისხლის ბანკს, პანდემიის პირობებში ის სამედიცინო დაწესებულებებს დიდ დახმარებას გაუწევს. საჩხერის სამედიცინო ცენტრი პანდემიის პირველივე დღიდან არის ჩართული კოვიდდადებითი და კოვიდზე საეჭვო პაციენტების მკურნალობაში. კლინიკის ანგარიშზე ასეულობით გამოჯანმრთელებული პაციენტია.