კონსტანტინე ანანიაშვილი: აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და მოხდა რეაგირება

აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება 5 პირის დაკავებით დასრულდა.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა ფაქტს შეისწავლიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
“დაკავებულია ხუთი პირი. ჩვენ აქციის მონაწილეებს მოვუწოდეთ დაეტოვებინათ ტერიტორია. მათი მიზანი იყო თავმჯდომარესთან შეხვედრა. რამაც გამოიწვია მათი გაღიზიანება. არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და მოხდა რეაგირება”,-განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა

აქციის მსვლელობისას შეუძლოდ გახდა რამდენიმე პირი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები