მედიკოსთა ოჯახი პანდემიის გამოცხადების დღიდან ქუთაისის ინფექციური კლინიკის რადიოლოგიურ განყოფილებაში ცხოვრობს. ამბობენ რომ, ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურად დაიღალნენ. ემოციების მოთოკვა მაშინ უჭირთ,როდესაც კართან აცრემლებული თვალებით მოხუცებს ხედავენ.
” ძალიან რთული მდგომარეობაა, მოხუცები თვალებში რომ შემოგციცინებენ, თითქოს განაჩენი გამოგვაქვს. ვამშვიდებთ, ვაწყნარებთ, თუმცა მძიმე რეალობაა”,- ამბობს მედდა ნანა მდივნიშვილი.
ექიმ-რადიოლოგის ლევან მაღლაქველიძის თქმᲘთ, სამედიცინო სფეროში, მისი მოღვაწეობის მანძილზე მსგავსი შემთხვევები არასდროს უნახავს.
“15 წელია, რაც რადიოლოგად ვმუშაობ. მსგავსი პნევმონიები ამ ხნის განმავლობაში არ მინახავს. საშინელება ხდება, კოვიდ-პნევმონიის ფილტვებს, რომ ვხედავ ფსიქოლოგიურად ვითრგუნები”,- გვიყვება მაღლაქველიძე.
10 თვეა, რაც ოჯახური იდილია დაერღვათ და მწარე რეალობას შეეგუენ. მათთვის ახლა მთავარი საზრუნავი პაციენტია.
ოჯახის უფროსი ექიმ-რადიოლოგი ლევან მაღლაქველიძეა,მისი მეუღლე მედდა ნანა მდივნიშვილი. შვილი, სამედიცინოს სტუდენტი, მათი დამხმარე ოლიკო მაღლაქველიძე.
ლევანის და ნანას ოჯახში კიდევ ორი შვილი ელოდებათ, რომლებსაც ბოლო პერიოდში იშვიათად ნახულობენ.
“ოჯახისთვის ნაკლებად ვიცლით, მთელი არსებით ამ საქმეში ვართ ჩართულნი. ერთად სადილობასაც ვერ ვახერხებთ, ახლა ჩვენი ოჯახი ჩვენი პაციენტებია”,- ამბობს მდივნიშვილი.
სტრესი და Მძიმე სამუშაოს მიუხედავად კლინიკა “ლჯ და კომპანიის” რადიოლოგიური განყოფილება კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.