საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულია სამსახურის 24 თანამშრომელი, რომელთაც ვირუსი გეგმური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.
თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისათვის სასწრაფოს ოთხი ბრიგადიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი იზოლაციის პერიოდს ბინაზე, ნაწილი კი კოვიდსასტუმროში გადის.
ცნობისთვის, ვირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებლით იმერეთი, დედაქალაქის შემდეგ, მეორე ადგილზეა. რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.