ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

Medical personnel wearing personal protective equipment remove a body from the Wyckoff Heights Medical Center to refrigerated containers parked outside, Thursday, April 2, 2020 in the Brooklyn borough of New York. As coronavirus hot spots and death tolls flared around the U.S., the nation's biggest city was the hardest hit of the all, with bodies loaded onto refrigerated morgue trucks by gurney and forklift outside overwhelmed hospitals, in full view of passing motorists. (AP Photo/Mary Altaffer)

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას”  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

56 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა და მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა.

“პაციენტი კლინიკაში ერთი თვის წინ შემოიყვანეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. სამწუხაროდ პაციენტის ორგანიზმმა ვერ გაუძლო“, – აცხადებენ კლინიკაში.

”რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, აჭარაში COVID-19-ით 4 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები