ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში გვიან ღამით მოხდა.

ექთანის თქმით, ინცინდენტის შემდეგ სასტუმროში პოლიციაც მივიდა და კოვიდპაციენტი სხვაგან გადაიყვანეს.

„ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს.
გვერდით პალატაში, როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – ყვება ექთანი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები