ქუათაისში, კლინიკა “ბომონდის” ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ახალშობილი 4 დღის იყო, როდესაც კოვიდ-19 დაუდასტურდა. ის კლინიკაში 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამჟამად 26 დღის ჩვილს მკურნალობენ. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში დედასთან ერთად, სახლიდან ხუთი დღის წინ შეიყვანა. ახალშობილი დედისგან დაინფიცირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
განყოფილებაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით 4 ჩვილია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის არის გაგზავნილი. კოვიდცენტრში 120 პაციენტი განაგრძობს მკურნალობის კურსს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 350-ზე მეტია.