საქართველოში კორონავირუსით, ბოლო 24 საათში, 45 ადამიანი გარდაიცვალა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები